avtobusi
avtobusi
home მთავარი სკოლა აქტივობები გალერეა ბმულები კონტაქტი
30 მარტი 2014
4/3 კლასში ჩატარდა გაკვეთილი -პროექტი ,,ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო", რისთვისაც მოსწავლეებმა თავად მოიპოვეს მასალები ჩვენი ღირსეული წინაპრების შესახებ, რომელთა გასაოცარი გმირობით ამაყობს საქართველო.
30 მარტი 2014
4/2 კლასში /დამრიგებელი ნაილი ბახტურიძე/ ჩატარდა გაკვეთილი პროექტი ,,სამყარო' ბავშვებმა ღია გაკვეთილზე წარმოადგინეს მოძიებული ინფორმაცია სამყაროს შესახებ, წაიკითხეს საკუთარი ჩანახატები, წარმოადგინეს პროექტები.
30 მარტი 2014
2014 წლის 11 თებერვალს 6/1 კლასში /დამრიგებელი ჟუჟუნა ხელაშვილი/, მუსიკის მასწავლებელმა მაია მარშანიამ ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე ,,მე და მუსიკა,,
6 თებერვალი 2014
მე-4 კლასის ხელმძღვანელმა ციალა გელაშვილმა ჩაატარა შემაჯამებელი გაკვეთილი - "მოგზაურები და აღმოჩენები".
28 დეკემბერი 2013
2013 წლის 24 დეკემბერს ქალაქ თბილისის142-ე საჯარო სკოლაში განსაკუთრებული დღე იყო. სკოლის დირექტორი შ. ცნობილაძე, დირეტორის მოადგილეები ფატმან გოგლაძე, ბელა ჩიტია, პედაგოგები და ბავშვები სტუმრების მისაღებად ემზადებოდნენ.
26 დეკემბერი 2013
7/1 კლასის კლასის ხელმძღვანელმა და დაქართული ენის პედაგოგმა ლია ვაჩეიშვილმა ჩაატარა ღია გაკვეთილი, რომელიც მიეძღვნა ქართველი ერის სულიერ მამასა და მოძღვარს, ილია ჭავჭავაძეს.
პედაგოგი ესაუბრა მოსწავლეებსა და დამსწრე საზოგადოებას ცოდნის მნიშვნელობაზე, რა უნდა ავიღოთ ევროპისაგან, როგორ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი მეობა . და რამდენად მნიშვნელოვანია იგი ერისა და პიროვნებისათვის.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ილის წერილები, ლექსები და მუსიკის მსწავლებლის იზოლდა ტყეშელაშვილის დახმარებით შესარულეს სიმღერები
26 ნოემბერი 2013
ქ. თბილისის 142-ე საჯარო სკოლის ბაზაზე შეიქმნა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფი ,, შვიდკაცა"
19 ნოემბერი 2013
ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე 142-ე საჯარო სკილის დირექციამ განაახლა ბიბლიოთეკა; ჩატარდა სარემონტო სამუშაოები , შეირჩა ინვენტარი, ბიბლიოთეკა გამდიდრდა სხვადასხვა თვალსაჩინო მასალით; გადახალისდა საბიბლიოთეკო ფონდი, სკოლამ შეიძინა ახალი ლიტერატურა და სამომავლოდაც გეგმავს მის გამდიდრებას მსოფლიო კლასიკოსთა ნაწარმოებებით
15 ნოემბერი 2013
2013–14 სასწავლო წლის 23–30 ოქტომბერს 142–ე საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების კათედრამ იაკობ გოგებაშვილის კვირეული გამართა. ჩატარდა დიდი მამულიშვილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, მოეწყო ვიქტორინა ,, რა ვიცით გოგებაშვილის შესახებ" და გოგებაშვილის ნაწარმოებების კითხვა















        © თბილისის 142-ე საჯარო სკოლა